ეკონომიკა

თურნავა: ფასების ზრდა ერთჯერადი და დროებითი პრობლემაა

მიმდინარე პერიოდის გამოწვევა არის ფასების ზრდა, მაღალი ინფლაცია. უნდა ვთქვათ, რა ფონზეა ეს მაღალი ინფლაცია განვითარებული, ეს უნდა დავინახოთ გლობალურ კონტექსტში, რადგან წინა პერიოდში ჩვენ არ გვქონია მაღალი ინფლაცია და არასდროს დასახელებულა მაღალი ინფლაცია, როგორც დიდი გამოწვევა საქართველოსთვის, რადგან ის 3-4%-ის ფარგლებში იყო. 

ინფლაცია გაიზარდა მყისიერად სწორედ COVID-19-ის გამო და ეს მოხდა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ გლობალურად, მთლიანად მსოფლიოში. მაგალითად, აშშ-ში ინფლაცია ბოლო 40 წლის მაქსიმუმზეა, იგივეა მაღალგანვიათარებულ ევროპულ სახელმწიფოებშიც, გერმანიაში ბოლო 29 წლის მაქსიმუმზეა. 

განსაკუთრებით გაძვირდა მთელ მსოფლიოში სასურსათო პროდუქცია, FAO-ს მონაცემებით, 27%-ით და მეტით არის გაძვირებული სასურსათო პროდუქცია, იცით, რომ ნავთობპროდუქტები არის გაძვირებული, ბუნებრივი აირი არის გაძვირებული მთლიანად მსოფლიოში და აქედან გამომდინარე, საქართველო, რომელიც არის ინტეგრირებული რეგიონში, არის ინტეგრირებული მსოფლიო ეკონომიკაში, რა თქმა უნდა, ვერ იქნებოდა გამონაკლისი. მაგრამ ამ ყველაფერში მნიშვნელოვანია ის მომენტი, რომ ეს [ფასების ზრდა] არის პანდემიის მომყოლი ეფექტი, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს არის ერთჯერადი და დროებითი პრობლემა.

თქვა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ. 

საქართველოში ინფლაციის დონემ ბოლო ათი წლის ისტორიულ მაქსიმუმს, 13.9%-ს მიაღწია.

 

კომენტარები