კორონავირუსი საქართველოში

აზარაშვილი: შევუკვეთეთ და რამდენიმე კვირაში გვექნება Pfizer-ის და MERCK-ის მედიკამენტები

ზურაბ აზარაშვილი
საზმაუ

ჯანდაცვის ახალი მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის თქმით, კორონავირუსის საწინააღმდეგო წამლები ქვეყანაში რამდენიმე კვირაში ჩამოვა. ამის შესახებ მან მთავრობის სხდომაზე თქვა და აღნიშნა, რომ ფაიზერის და მერკის ფირმის წამლებია შეკვეთილი. 

მისივე თქმით, მედიკამენტები კოვიდინფიცირებულების სამკურნალოდ საკმაოდ ეფექტურია.

"ჩვენ ადგილზე გვაქვს მედიკამენტები, რითაც სხვადასხვა ეტაპზე ვახორციელებთ კოვიდინფიცირებულების მკურნალობას. ასევე შევუკვეთეთ და რამდენიმე კვირაში დამატებით გვექნება ფაიზერის და მერკის წარმოების მედიკამენტები, რომლებიც საკმაო ეფექტურობით გამოირჩევა".- თქვა აზარაშვილმა. 

აშშ-ს საკვებისა და წამლის ადმინისტრაციამ (FDA) Merck-ის COVID-19-ის საწინააღმდეგო ანტივირუსულ აბებს ავტორიზაცია მიანიჭა.  FDA-მ ავტორიზაცია Pfizer-ის ანტივირუსულ პრეპარატს, Paxlovid-საც მიანიჭა. კვლევამ აჩვენა, რომ Pfizer-ის სამკურნალო აბები 89%-ით ამცირებს ჰოსპიტალიზაციის და გარდაცვალების რისკებს. 

FDA-მ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ზემოხსენებული აბები კორონავირუსის პრევენციისთვის არ არის განკუთვნილი და არ ჩაანაცვლებს ვაქცინას.

კომენტარები