მთავრობის სხდომა

პრემიერი: ძალიან წარმატებული ეკონომიკური წელი გვქონდა, ყველას გილოცავთ

გასულ წელს, მოგეხსენებათ, რომ ძალიან ბევრი მოვლენა მოხდა, ძალიან ბევრი რაღაც მოხდა ქვეყანაში, მათ შორის, იყო არჩევნები, საკმაოდ დაძაბული პოლიტიკური ვითარება იყო, ამის მიუხედავად, ჩვენ ძალიან წარმატებული ეკონომიკური წელი გვქონდა, ყველას გილოცავთ ამ მიღწევას, წარმატებას, მაგრამ ჩვენ წელს გვაქვს სრული მზაობა, რომ კიდევ უფრო უკეთესი, უფრო წარმატებული წელი გვქონდეს

პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობის სხდომაზე. აღსანიშნავია, რომ 2021 წელს საქართველოში ინფლაციის დონემ ათი წლის მაქსიმალურ ნიშნულს, 13.9%-ს მიაღწია.

კომენტარები