2022 წელს გარდაცვლილები

ცნობილი მსახიობი, სიდნი პუატიე 94 წლის ასაკში გარდაიცვალა

ცნობილი მსახიობი, სიდნი პუატიე 94 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაცია ბაჰამის კუნძულების საგარეო საქმეთა მინისტრმა, ფრედ მიტჩელმა გაავრცელა.

1964 წელს სიდნი პუატიე პირველი შავკანიანი მსახიობი გახდა, რომელმაც ამერიკის კინოაკადეემიის ჯილდო, ოსკარი საუკეთესო კაცი მსახიობის კატეგორიაში მოიპოვა. მას ეს წარმატება რალფ ნელსონის ფილმში ველის ლილიები (Lilies of the Field) შესრულებულმა მთავარმა როლმა მოუტანა.

პუატიეს სხვადასხვა დროს ისეთ ცნობილ ფილმებში აქვს ნათამაშები როგორებიც არის: დაუმორჩილებელნი (The Defiant Ones), ქიშმიში მზეზე (A Raisin in the Sun), ლურჯი ფარი (A Patch of Blue) და სხვა.

კომენტარები