მიხეილ სააკაშვილი

გახარიას პარტია სააკაშვილთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარს არ დაუჭერს

პარტია საქართველოსთვის წევრი ანა ბუჩუკური ამბობს, რომ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას პარტია მხარს არ დაუჭერს.

მისი თქმით, ნაციონალური მოძრაობა მზად არის, ერთი ადამიანის ინტერესი სახელმწიფოს ინტერესში გაცვალოს.

"როდესაც ქართული ოცნება ყველაზე მავნებლურ გადაწყვეტილებას იღებდა ერთადერთი დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუტის გაუქმებასთან დაკავშირებით, ნაციონალური მოძრაობა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე არც კი გამოცხადდა, ხოლო როცა კომიტეტის სხდომაზე ძალიან მძიმე გადაწყვეტილების განხილვა მიმდინარეობდა, მათმა ერთ-ერთმა წარმომადგენელმა მიხეილ სააკაშვილის წერილის კითხვა დაიწყო. ქართული ოცნება და ნაციონალური მოძრაობა ერთმანეთს ასულდგმულებენ. ამ პირობებში საგამოძიებო კომისიის შექმნა სწორი არ არის და ჩვენი გუნდი მხარს არ დაუჭერს".- ამბობს ბუჩუკური. 

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მის მიმართ არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის ფაქტებზე პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს.

საპარლამენტო ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავჯდომარემ ხატია დეკანოიძემ თქვა, რომ საპარლამენტო კომისიაში მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია. 

კომენტარები