მუშის გარდაცვალება

რუსთავის ერთ-ერთ ქარხანაში მუშა გარდაიცვალა

რუსთავში ერთ-ერთი ქარხანაში მუშა გარდაიცვალა. უბედური შემთხვევა გუშინ, 2 იანვარს მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცს ფეხი დაუცდა და ფოლადსადნობი საამქროს წყლის გამაგრილებელ რეზერვუარში ჩავარდა.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 170-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც შრომის უსაფრთხოების დაცვის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

კომენტარები