ჩეჩნეთი

რამზან კადიროვის ოჯახი ჩეჩნეთის დამსახურებული უფლებადამცველის მედლებით დააჯილდოვეს

რამზან კადიროვი
The Jamestown Foundation

ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი და მისი მშობლები, ახმატ და აიმან კადიროვები რესპუბლიკის დამსახურებულ უფლებადამცველებად გამოაცხადეს და მედლებით დააჯილდოვეს.

ოჯახის დაჯილდოვებისთვის განკარგულებას ხელი მოაწერა სახალხო დამცველმა, ნურდი ნუხაჟიევმა. ომბუდსმენის თქმით, კადიროვებს "უზარმაზარი წვლილი" მიუძღვით "ადამიანის უფლებების უზრუნველყოფაში, სახელმწიფოებრიობის გამტკიცებაში, მოქალაქეთა სოციალურ-ეკონომიკური უფლებების რეალიზაციაში, საზოგადოების და თითოეული ადამიანის კეთილდღეობის ამაღლებისთვის პირობების შექმნასა და ქველმოქმედებაში".

მანამდე ადამიანის უფლებების დაცვისთვის მედალი მიიღო კადიროვის შვილმა, 22 წლის აიშატ კადიროვმა. ის ჩეჩნეთის კულტურის მინისტრია და მინიჭებული აქვს "კულტურის დამსახურებული მუშაკის" წოდებაც.

აღსანიშნავია, რომ 2021 წლის დეკემბერში ცნობილი გახდა ჩეჩნეთში ოპოზიციონერების და რამზან კადიროვის კრიტიკოსი ბლოგერების ნათესავების გატაცებების შესახებ.

კომენტარები