NewsLongreads
NewsLongreadsარჩევნები 2021ვერბატიმიდღის ფოტოფოტოგალერეავიდეოავტორები
თემებიპოლიტიკაკრიმინალირელიგიაეკონომიკაკულტურასაზოგადოებაჯანმრთელობამსოფლიოსპორტიმეცნიერებაცხოვრება+სტილი
ვიდეომძიმე კაცთანფოკუსისაუბარი რელიგიაზეამაოების ბაზარითეორემაპატიმარი ნომერი XHumans of Tbilisi
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური გაუქმდა

ხუთშაბათი, 30 დეკემბერი, 2021 - 18:30
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური
tbl.ge/5tej
დაკოპირდა

პარლამენტმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ კანონპროექტი მესმე მოსმენით დაამტკიცა. 

პროექტს მხარი დაუჭირა 81-მა დეპუტატმა, წინააღმდეგი კი 7 დეპუტატი იყო. 

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისა და თანამდებობის გაუქმებაზე ცვლილებები ქართული ოცნების წევრებმა – რატი იონათამიშვილმა, გივი მიქანაძემ, გიორგი ამილახვარმა, ანრი ოხანაშვილმა, დავით მათიკაშვილმა, ალუდა ღუდუშაურმა და გურამ მაჭარაშვილმა მოამზადეს. ცვლილებების მიხედვით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ბაზაზე 2 სამსახური შეიქმნება. ლონდა თოლორაია ამბობს, რომ პარლამენტში შესაბამისი კანონპროექტის დაინიცირება "რატომღაც" დაემთხვა საახალწლო პერიოდს, როდესაც დიპლომატიური კორპუსის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლების აბსოლუტური უმრავლესობა არ იმყოფება საქართველოში. მისივე თქმით, კანონპროექტის დაინიცირება ასევე დაემთხვა სახელმწიფო ინსპექტორის დეკრეტში ყოფნის პერიოდს. 

პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ამტკიცებს, რომ ინსპექტორის სამსახურის უფრო გაძლიერებას გეგმავენ და ლონდა თოლორაიას სამსახურს "მთავრობის ნებისმიერ სტრუქტურაში" სთავაზობს. 

არასამთავრობო ორგანიზაციები უკიდურეს შეშფოთებას გამოთქვამენ კანონპროექტის გამო და მას მმართველი პარტიის მხრიდან კიდევ ერთი დამოუკიდებელი ორგანოს მიმართ დაგეგმილ თავდასხმას უწოდებენ. კანონპროექტზე ქართული ოცნების წევრებს შეხვდა აშშ-ის ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი. დეგნანის თქმით, შეხვედრაზე შეშფოთება გამოთქვა და მათ განხილვის გადადებისკენ მოუწოდა. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების ინიციატივას გამოეხმაურა გაეროს ადამიანის უფლებების ოფისი და პარლამენტს მოუწოდა, გაიწვიოს ეს ინიციატივა.  კანონპროექტს გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილიც და დაწერა, რომ დაჩქარებული განხილვა უნდა შეწყდეს. საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადებით, კანონპროექტი საქართველოს დემოკრატიისთვის მაღალი რისკის შემცველია.

  • EU ინსპექტორზე: იმედგაცრუებულები ვართ – კანონპროექტი დემოკრატიისთვის რისკის შემცველია
საქართველოს პარლამენტიმე-10 მოწვევის პარლამენტისახელმწიფო ინსპექტორისახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებასახელმწიფო ინსპექტორის სამსახური

ამავე თემაზე

  • ხუთშაბათი, 17 ნოემბერი, 2022 - 16:56საკონსტიტუციომ პარლამენტის წინააღმდეგ თოლორაიას სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა
  • სამშაბათი, 17 მაისი, 2022 - 14:23საკონსტიტუციო სასამართლო 18-20 მაისს პარლამენტის წინააღმდეგ თოლორაიას სარჩელს განიხილავს
  • შაბათი, 2 აპრილი, 2022 - 19:29საგამოძიებო სამსახური: საიტზე ინფორმაცია არ წაშლილა, განახლების გამო დროებით მიუწვდომელია
  • შაბათი, 2 აპრილი, 2022 - 17:21თოლორაია: სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ინსპექტორის გვერდიდან ინფორმაცია წაშალა
  • ორშაბათი, 21 თებერვალი, 2022 - 12:28ოხანაშვილი ინსპექტორის სამსახურზე: ომბუდსმენმა ეუთო/ოდირის არასწორი ინფორმაცია მიაწოდა

კომენტარები

ბოლო სიახლეები

POLITICO: უნგრეთი უკრაინისა და მოლდოვას EU-ში გაწევრიანების პროცესს აფერხებს
ოთხშაბათი, 24 ივნისი, 2026 - 13:43

POLITICO: უნგრეთი უკრაინისა და მოლდოვას EU-ში გაწევრიანების პროცესს აფერხებს

გვარაკიძე: თუ ჩახუნაშვილი აღიარებს დანაშაულს, შეგვიძლია, იმ დღესვე გავათავისუფლოთ
ოთხშაბათი, 24 ივნისი, 2026 - 13:35

გვარაკიძე: თუ ჩახუნაშვილი აღიარებს დანაშაულს, შეგვიძლია, იმ დღესვე გავათავისუფლოთ

4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ კიდევ 12 პირს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა
ოთხშაბათი, 24 ივნისი, 2026 - 12:12

4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ კიდევ 12 პირს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა

"საქმე ეხება ფსიქოტროპული წამლებით უკანონო ვაჭრობას" - დაკავებულია 17 პირი
ოთხშაბათი, 24 ივნისი, 2026 - 12:10

"საქმე ეხება ფსიქოტროპული წამლებით უკანონო ვაჭრობას" - დაკავებულია 17 პირი

გვარაკიძე სპეცრაზმელების დაკავებაზე: არ აქვს მნიშვნელობა ეს 5 პირი იქნებოდა, 10 თუ 100
ოთხშაბათი, 24 ივნისი, 2026 - 11:57

გვარაკიძე სპეცრაზმელების დაკავებაზე: არ აქვს მნიშვნელობა ეს 5 პირი იქნებოდა, 10 თუ 100

ყველაზე კითხვადი

ბელარუსის ოპოზიციამ ზელენსკი გააფრთხილა, რომ ლუკაშენკოს ომში ჩართვის გეგმები აქვს
1ბელარუსის ოპოზიციამ ზელენსკი გააფრთხილა, რომ ლუკაშენკოს ომში ჩართვის გეგმები აქვს
2Meduza-ს წყარო თვლის, რომ კრემლში ოკუპირებული ცხინვალის შეერთებას ხელახლა განიხილავენ
3ვინც 1-ელ ოქტომბრამდე განაცხადებს, რომ ფიქციურ ქორწინებაშია სასჯელისგან გათავისუფლდება
4ლავროვი იმუქრება, რომ საჭიროების შემთხვევაში ბელარუსს "მთელი ზომების კომპლექსით" დაიცავენ
5რუსეთმა შავ ზღვაში ოთხ სავაჭრო გემზე იერიში მიიტანა – დაიღუპა ერთი მეზღვაური

ბოლო ვიდეო

ნარკოდანაშაულის ბრალდებით ზუგდიდში უკრაინის 2 მოქალაქე დააკავეს
ოთხშაბათი, 24 ივნისი, 2026 - 11:37ნარკოდანაშაულის ბრალდებით ზუგდიდში უკრაინის 2 მოქალაქე დააკავეს

გირჩევთ

საპატრიარქო კანდიდატობის კრიტერიუმები და ეპისკოპოსობა ეკლესიაში
გიორგი ხობუა
საპატრიარქო კანდიდატობის კრიტერიუმები და ეპისკოპოსობა ეკლესიაში
ტაბულას შესახებრეკლამაკონტაქტი
© ტაბულა 2009–2026
შექმნილია ომედიაში