ნიკა კვარაცხელია

ბრალდებულმა აკო ჭელიძემ ნიკა კვარაცხელიას მკვლელობა აღიარა

Interpressnews.ge

ბრალდებულმა აკო ჭელიძემ სასამართლო პროცესზე 22 წლის ნიკა კვარაცხელიას მკვლელობა აღიარა. ჭელიძე განმარტავს, რომ ის თავს დამნაშავედ მიიჩნევს და ბრალის ფორმულირებას ჯგუფურ ნაწილში არ ეთანხმება, რადგან, მისი თქმით, მას თანამზრახველი არ ჰყოლია.

"მე თავს ვცნობ დამნაშავედ, ეს დანაშაული არის ჩემი ჩადენილი, მე ჩავიდინე, მაგრამ მე არ მყოლია თანამზრახველი". - ამბობს ჭელიძე. 

თბილისში, ანჯაფარიძის ქუჩაზე, 22 წლის ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე აკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე თბილისში, წყნეთში დააკავეს. 

გამოძიების ინფორმაციით, 15 სექტემბერს, ეს პირები ნაქირავები ავტომანქანით თბილისში, ვერიკო ანჯაფარიძის ქუჩაზე, საცხოვრებელ კორპუსთან ჩაუსაფრდნენ ნიკა კვარაცხელიას და "ა.ჭ.-მ ცეცხლსასროლი იარაღიდან ნ.კ.-ის მიმართულებით 10-ზე მეტი გასროლა განახორციელა და შემთხვევის ადგილიდან, გ.კ.-სთან ერთად, ნაქირავები ავტომანქანით მიიმალა".

სხეულზე მიყენებული დაზიანებებით კვარაცხელია საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს. დანაშაული 13 წლიდან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

კომენტარები