ქართული ოცნება

კობახიძე: გუნდი არის ერთიანი, როგორც არასდროს

გუნდში ხდება მარტივი რამ - გუნდი არის ერთიანი, როგორც არასდროს და ეს ჩანს ყველაფრიდან. როტაცია არის აბსოლუტურად ჯანსაღი მოვლენა და არავითარი კუთხით ეს არ ნიშნავს განხეთქილებას. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ გუნდი არის ერთიანი, როგორც არასდროს და ეს ჩვენ დავამტკიცეთ გასული 1 წლის განმავლობაში.

ჩვენ გვქონდა ძალიან რთული 1 წელი, იყო სერიოზული გამოწვევები. ასეთი რთული 1 წელი როდის იყო ბოლო 30 წლის განმავლობაში, როდის იყო ასეთი მომენტები, მე არც ვიცი. რა თქმა უნდა, ჩვენ 30-წლიან ისტორიაში იყო რთული ეპიზოდები, მაგრამ ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე რთული 1 წელიწადი. გვქონდა სერიოზული გამოწვევები და ჩვენ გვჭირდებოდა სერიოზული ბარიერების გადალახვა. რომ არ ყოფილიყო ერთსულოვანი და ერთიანი გუნდი, ჩვენ ამას ვერ შევძლებდით, მით უმეტეს, იმ პირობებში, როცა ქართული ოცნების გუნდი დატოვა მისმა უპირობო და ერთპიროვნულმა ლიდერმა, ბიძინა ივანიშვილმა, რომელსაც ჰქონდა განსაკუთრებული პოლიტიკური კაპიტალი. 

ამბობს ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე იმედთან ინტერვიუში. 

კომენტარები