საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 22 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებით 0.19 თეთრით გამყარდა და ხვალინდელი კურსით, ერთი დოლარი 3.0939 ლარი ეღირება. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 3.0958 ლარი იყო.
ევროსთან მიმართებით კი ლარი 0.18 თეთრით გამყარდა და გაცვლითმა კურსმა 3.4946 ლარი შეადგინა, მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.4964 ლარი იყო.
ლარი გაუფასურდა თურქულ ლირასთან, რომლის კურსიც 0.2463 ლარს შეადგენს და გაუფასურდა ფუნტთან, რომელიც 4.1183 ლარი ღირს.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში 23 დეკემბრიდან შევა.





