ძალადობრივი ჯგუფები

"ბაზას ვავსებთ" – მორგოშია კითხვაზე, რატომ არკვევს ტაბულას მისამართს

"ბაზას ვავსებთ". - ასე პასუხობს პუტინისტი ორკების ლიდერი, ალტ-ინფოს ერთ-ერთი დამფუძნებელი, კოკა მორგოშია კითხვას, რატომ დაინტერესდა ტაბულას ოფისის მისამართით. 

"თქვენი მისამართი? არა, უბრალოდ ბაზას ვავსებთ და გვაინტერესებდა სად რა მისამართებია ამ ტაბლოიდების". - უპასუხა ტაბულას მორგოშიამ.  

მანამდე, მორგოშია ტაბულას მისამართს Facebook-პოსტით არკვევდა

"ტაბულას ოფისი სად არის? ვინმემ თუ იცით დაწერეთ, რა. ოღონდ 100%-ით ვინც იცით". - წერს მორგოშია Facebook-ზე. 

ტაბულამ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა, უზრუნველყოს მისი უსაფრთხოება. 

კომენტარები