ბილი აილიში

ბილი აილიში: როგორც ქალს, მიმაჩნია, რომ პორნოგრაფია სირცხვილია

Film Daily

ბილი აილიშმა ჰოვარდ სტერნთან ინტერვიუში პორნოგრაფიის უარყოფით მხარეებზე ილაპარაკა. 

"როგორც ქალს, მიმაჩნია, რომ პორნოგრაფია სირცხვილია. რომ არ მოგატყუოთ პორნოს ხშირად ვუყურებდი. პირველად 11 წლის ასაკში ვნახე. ვფიქრობ ტვინი დამიზიანა, თავს ძალიან გამოფიტულად ვგრძნობ, იმის გამო, რომ ამდენი პორნოგრაფია ვნახე. იმ მომენტამდე მივედი, როდესაც ვეღარაფერს ვუყურებდი ისეთს, რაშიც ძალადობა არ იყო. როდესაც პორნოგრაფიას აქტიურად ვუყურებდი ქალიშვილი ვიყავი, არასდროს არაფერი მქონია და ამან შემდგომში დიდი პრობლემები შემიქმნა. პირველად რომ მქონდა სექსი არ მითქვამს უარი ისეთ რაღაცებზე, რაც რეალურად არ იყო კარგი, იმიტომ რომ ასეთი წარმოდგენა მქონდა სექსზე. ძალიან ვბრაზდები იმ ფაქტზე, რომ პორნო უყვართ და ვბრაზდები საკუთარ თავზე, იმიტომ რომ ეს ყველაფერი მომწონდა. სრული სიგიჟეა, თუ როგორ გამოიყურება ვაგინა პორნოში, ქალის სხეული ასე არ გამოიყურება, ასეთებად არ ვიბადებით". – ამბობს მომღერალი.

ბილი აილიში ამერიკელი მომღერალია, რომელიც სცენაზე 2015 წელს 14 წლის ასაკში გამოჩნდა. საერთაშორისო წარმატება თინეიჯერ შემსრულებელს 2019 წელს გამოშვებულმა სინგლმა Bad Guy მოუტანა. მიღებული აქვს გრემის 7 ჯილდო. არის ახალი ჯეიმს ბონდის ფილმის, No Time To Die საუნდტრეკის ავტორი.

კომენტარები