იტალიაში, სიცილიის ქალაქ რავანუსაში 4-სართულიანია შენობის ჩამონგრევის შემდეგ მაშველები 12 ადამიანს, მათ შორის ბავშვებს ეძებენ. ინფორმაციას სააგენტო ANSA -ზე დაყრდნობით Reuters-ი ავრცელებს.
ANSA-ს მიხედვით, საცხოვრებელი სახლი გაზის მილის აფეთქების გამო ჩამოინგრა. აფეთქების შემდეგ შენობაში ხანძარი გაჩნდა.
მეხანძრეებმა ცეცხლის ჩაქრობა მოახერხეს და ნანგრევებში მოყოლილი ადამიანების ძებნა დაიწყო. ქალაქის ცენტრში აფეთქებამ კიდევ ორი შენობა დააზიანა.