მიხეილ სააკაშვილი

ალასანია სააკაშვილზე: უფრო ღია გარემოში უნდა იყოს, ერთადერთი, რაც გადაარჩენს, ეს არის

კლინიკა კი არ არის [გორის სამხედრო ჰოსპიტალი], ეს არის ციხე. ჩემი შვილისთვის ისევ ციხეა ეს. ფაქტობრივად, იმავე რეჟიმშია, იქ ბადრაგია, ისეთივე შემოწმება ხდება მნახველების და ა.შ. მისთვის, რა თქმა უნდა, ეს არის ციხე, აბა, რანაირი კლინიკა არის ახლა ეს? უფრო ღია გარემოში უნდა იყოს, ასე წარმომიდგენია, იმიტომ, რომ ერთადერთი, რაც მას გადაარჩენს, ეს არის. ეს უნდა იყოს ნორმალური კლინიკა, სადაც აქვთ რეაბილიტაციის გამოცდილება.

ამბობს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედა ტელეკომპანია პირველის ეთერში.

კომენტარები