ინფლაცია

გვენეტაძე: ასეთ პირობებში შეუძლებელია სებ-მა ინფლაციური შოკი ჩააქროს

მოგეხსენებათ, რომ ის გამოწვევები და სირთულეები, რომლებიც პანდემიამ შექმნა, გავლენას ახდენს ინფლაციაზე. იყო ეკონომიკის ჩაკეტვები, რაც დღეს უფრო ნაკლებად ხდება, რა თქმა უნდა, ასევე მოხდა მიწოდების ჯაჭვების რღვევა და საერთაშორისო ბაზარზე მოთხოვნა-მიწოდების დისბალანსი, აქედან გამომდინარე, გაიზარდა ისეთი ხშირად მოხმარებადი საქონლის ფასი, როგორიცაა ნავთობი, ხორბალი, შაქარი და ზეთი. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ადგილობრივ ბაზარზეც აისახა და ამან გამოიწვია ფასების გაზრდა. ასეთ პირობებში შეუძლებელია საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ან რომელიმე ცენტრალურმა ბანკმა საერთაშორისო ბაზარზე პანდემიით გამოწვეული დისბალანსი აღმოფხვრას და შესაბამისად, ინფლაციური შოკი ჩააქროს.

[...] მაგრამ, მიუხედავად ამისა, პოლიტიკა გავამკაცრეთ, რადგან შევაცმიროთ გაზრდილი შიდა მოთხოვნის ფასების გავლენა ინფლაციაზე.

[...] ის დაშვებაც უნდა გავაკეთოთ, რომ ფასების ზრდა დაუსრულებლად არ გაგრძელდება, რაღაც დონეზე აუცილებლად გაჩერდება და ამის შემდეგ მისი ეფექტი იგივე თვიურ და წლიურ ინფლაციაში აისახება, აქედან გამომდინარე, ჩვენ ვფიქრობთ, რომ 2022 წლის მეორე კვარტლიდან ინფლაცია შემცირებას დაიწყებს. რომ არა გამკაცრებული პოლიტიკა, დღეს ინფლაცია უფრო მაღალი იქნებოდა.

თქვა საქართველოს ეროვნული ბანკის დირექტორმა, კობა გვენეტაძემ.

კომენტარები