სავალდებულო ვაქცინაცია

ფონ დერ ლეიენის თქმით, EU-ში სავალდებულო ვაქცინაციაზე მსჯელობა უნდა დაიწყოს

ურსულა ფონ დერ ლაიენ

ევროკომიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლეიენის თანახმად, ევროკავშირის ქვეყნებმა სავალდებულო ვაქცინაციასთან დაკავშირებით მსჯელობა უნდა დაიწყონ, რადგან ნებაყოფლობით ვაქცინას ბევრი ადამიანი არ იკეთებს.

ფონ დერ ლეიენის თანახმად, ამ დროისთვის ევროკავშირის ზრდასრული მოსახლეობის 77%-ია აცრილი. 

"ევროპის მოქალაქეთა ერთი მესამედი აუცრელია. საუბარია 150 მილიონ ადამიანზე. ეს ძალიან ბევრია". - თქვა ლეიენმა.

ლეიენმა აღნიშნა, რომ ჯანდაცვის საკითხები ქვეყნების პრეროგატივაა და სავალდებულო ვაქცინაცია კვლავ სადაო საკითხად რჩება, თუმცა ამაზე მსჯელობა უნდა დაიწყოს.

"ვფიქრობ, გასაგები და შესაბამისია ამ მსჯელობის ახლა დაწყება, თუ როგორ შეგვიძლია წავახალისოთ და ვიფიქროთ სავალდებულო ვაქცინაციაზე ევროკავშირში". - თქვა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

კომენტარები