საკონსტიტუციო ცვლილებები

ჯაფარიძე: ქართული ოცნების მიერ საკონსტიტუციო ცვლილებების გადახევა არ გამოვა

ჩვენ ვხედავთ უკვე ახალ მცდელობას ქართული ოცნების მხრიდან კიდევ ერთი შეთანხმების დარღვევის. რა თქმა უნდა, ქართული ოცნება უკვე საყოველთაოდ, მთელ მსოფლიოში განთქმულია, როგორც არასანდო პარტნიორი.  

ამას, რა თქმა უნდა, წინ უნდა აღვუდგეთ, ასე არ გამოვა. ის, რომ დღეს ასეთ ხასიათზეა ქართული ოცნება, ხვალ სხვა ხასიათზე გაეღვიძება... ეს იქნება ძალიან პრინციპული პოზიცია. საკონსტიტუციო ცვლილებების გადახევა ქართული ოცნების მხრიდან არ გამოვა, ამას ყველა შესაძლო წინააღმდეგობას გავუწევთ.

ამბობს ლელოს ერთ-ერთი ლიდერი, ბადრი ჯაფარიძე. ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ დღეს, 30 ნოემბერს თქვა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღების "არავითარი აუცილებლობა არ არსებობს". ცვლილებები, 19 აპრილის შეთანხმების თანახმად, პარლამენტს უნდა მიეღო.

კომენტარები