კახა კუჭავა

კუჭავა: პოლარიზაცია დღესდღეობით მძაფრად იგრძნობა, საზოგადოებრივ დაყოფას კი ბოლო არ უჩანს

მაშინ, როდესაც ჩვენ ამბიციურ სამომავლო მიზნებზე ვსაუბრობთ, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენი მმართველობის სისტემები არსებითი საფრთხეების წინაშე დგანან. ძლიერი პოლიტიკური პოლარიზაცია და რადიკალური პოლიტიკური რიტორიკა დემოკრატიის ფუნქციონირებისთვის რეალურ გამოწვევას წარმოადგენს და მთლიან საზოგადოებას ვნებს. აუცილებელია სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ ნდობის აღდგენა და დემოკრატიული განვითარებისთვის ხელახალი ენერგიის მიცემა.

ჩვენ შეიძლება, ვერ ვეთანხმებოდეთ ერთმანეთს ცალკეულ თემატურ საკითხებზე. ეს ნორმალური და საჭირო უთანხმოებაა, რაც დემოკრატიას ამოძრავებს. თუმცა, გასული ათწლეულის განმავლობაში პოლარიზაციის ჯერ არნახული ხარისხის მომსწრე გავხდით.

COVID 19-ის პანდემიამ გავლენა მოახდინა ბევრი ქვეყნის პოლიტიკურ სტაბილურობაზე, ვირუსთან დაკავშირებულმა შეზღუდვებმა დამატებით შეუწყო ხელი პოლიტიკური პოლარიზების ზრდას.

პოლარიზაცია დღესდღეობით განსაკუთრებით მძაფრად იგრძნობა, საზოგადოებრივ დაყოფას კი ბოლო არ უჩანს. ჩემი ქვეყანა ამ მხრივ არ არის გამონაკლისი. პოლიტიკური პოლარიზაცია საზოგადოების გამოწვევაა საქართველოშიც.

ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ, მადრიდში, საპარლამენტთაშორისო კავშირის 143-ე ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას თქვა. კუჭავას გამოსვლას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. 

კომენტარები