ახალი ზელანდია

ახალ ზელანდიელი პარლამენტარი მშობიარობის დაწყების შემდეგ საავადმყოფოში ველოსიპედით მივიდა

ახალი ზელანდიის პარლამენტის წევრი ჯული ენი ჯენთერი მშობიარობის დაწყების შემდეგ საავადმყოფოში ველოსიპედით მივიდა. ჯენთერმა მშობიარობის დაწყებიდან ერთ საათში იმშობიარა.

"მნიშვნელოვანი ახალი ამბები! ამ დილით 03:04-ზე ჩვენს ოჯახის ახალი წევრი გაჩნდა. ნამდვილად არ ვგეგმავდი, მშობიარობის დროს ველოსიპედით სიარულს, მაგრამ ასე მოხდა. როდესაც 2-საათზე სახლიდან გამოვედით ჩემი ჭინთვები ძალიან რთული არ იყო, თუმცა ჭინთვებს შორის დაშორება 2-3 წუთი იყო და 10 წუთში საავადმყოფოში მისვლის დროს ინტენსივობა გახშირდა. საოცარია, რომ ახლა ჯანმრთელი, ბედნიერი მამასავით მძინარე პატარა გვყავს." - წერს პარლამენტარი Facebook-ზე.

მედიის ინფორმაციით, ჯული ენი ჯენთერი 2018 წელს პირველ შვილზე მშობიარობის დაწყების შემდეგაც ველოსიპედით მივიდა საავადმყოფოში.

ჯული ენი ჯენთერი ახალი ზელანდიისა და აშშ-ს მოქალაქეა. ახალ ზელანდიაში ის 2006 წელს გადავიდა საცხოვრებლად. ჯენთერი მწვანეთა პარტიის წევრია და პარტიაში სატრანსპორტო საკითხებზე მუშაობს.

კომენტარები