ტყიბული

ტყიბულში მიწის ქვეშ მოყოლილი მეორე ადამიანი გარდაცვლილი იპოვეს

1tv.ge

მაშველებმა ტყიბულში ქვანახშირის შახტში მიწის ქვეშ მოყოლილი მეორე ადამიანი გარდაცვლილი იპოვეს. კარიერის გამაგრებისას მიწის ჩამოშლის შედეგად მასის ქვეშ მოყოლილი კიდევ ერთი პირი მაშველებმა ცოცხალი ამოიყვანეს და კლინიკაში გადაიყვანეს.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა ტყიბულში, ქვანახშირის კარიერზე მიწის მასის ქვეშ მოყოლილი ორი მოქალაქის საძიებო-სამაშველო ღონისძიების ფარგლებში მამაკაცის ცხედარი იპოვეს. ცხედარი უკვე ამოსვენებულია კარიერიდან და ადგილზე სამაშველო ღონისძიება დასრულებულია.

რამდენიმე საათის წინ ამავე კარიერში მაშველებმა მოახერხეს მიწის მასის ჩამოშლის შედეგად მოყოლილი მეორე მოქალაქის კონტაქტურ მდგომარეობაში პოვნა და მისი უსაფრთხო ადგილზე ამოყვანა. მამაკაცი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფების მიერ გადაყვანილია სამედიცინო დაწესებულებაში". – ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაში.

მათივე ინფორმაციის თანახმად, დღეს, 27 ნოემბერს ტყიბულში ქვანახშირის კარიერის გამაგრებითი სამუშაოების მიმდინარეობისას მიწის მასა ჩამოიშალა, რა დროსაც შახტში 2 მოქალაქე იმყოფებოდა.

კომენტარები