ტყიბული

საგანგებო: ტყიბულში მიწის მასიდან ერთი მოქალაქე ამოყვანილია, მეორის მდებარეობა დადგენილია

1tv.ge

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ტყიბულში ქვანახშირის შახტაში მიწის ქვეშ მოყოლილი ორი ადამიანიდან ერთ-ერთი უკვე ამოყვანილია და კლინიკაში გადაიყვანეს, ხოლო მეორე მოქალაქის ადგილმდებარეობა დადგენილია და მისი გამოყვანის პროცესი მიმდინარეობს.

"საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლების მიერ ტყიბულში, მიწის მასიდან ერთი მოქალაქე უსაფრთხო ადგილზე უკვე ამოყვანილია. ის კონტაქტურ მდგომარეობაში იმყოფება და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფის მიერ გადაყვანილია სამედიცინო დაწესებულებაში.

გარდა ამისა, სამაშველო ჯგუფების მიერ უკვე დადგენილია მეორე მოქალაქის ადგილსამყოფელი და ამ დროისთვის მიმდინარეობს მისი გამოყვანის ღონისძიება. შემთხვევის ადგილზე მუშაობენ იმერეთის მთავარი სამმართველოს და განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციების რეაგირების მთავარი სამმართველოს ჯგუფები. მობილიზებულები არიან ცენტრალური კოორდინაციის სამმართველოს სპეციალისტები". – ნათქვამია განცხადებაში.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში შესული ინფორმაციის თანახმად, ქვანახშირის კარიერის გამაგრებითი სამუშაოების მიმდინარეობისას მიწის მასა ჩამოიშალა, რა დროსაც შახტში 2 მოქალაქე იმყოფებოდა.

კომენტარები