კანონი თამბაქოს კონტროლის შესახებ

კანონპროექტით, ტაქსებში და არასრულწლოვნის გადაყვანისას თამბაქოს მოწევა აიკრძალება

კანონპროექტით, ტაქსიში თამბაქოს მოწევა აიკრძალება. საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, ცვლილებები თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონში შედის და მისი ინიცირება 29 ნოემბრის ბიუროს სხდომაზეა დაგეგმილი. პროექტის ინიციატორები ქართული ოცნების წევრები - დიმიტრი ხუნდაძე და ლადო კახაძე არიან.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, ცვლილებებით ასევე იგეგმება თამბაქოს მოწევის აკრძალვა ავტომობილშიც, თუ ავტომობილით მოქალაქეს არასრულწლოვანი გადაჰყავს. ასევე, თამბაქოს მოწევის აკრძალვა ისეთ სატრანსპორტო საშუალებაზეც გავრცელდება, როგორიცაა კატერი. 

კანონპროექტით, დარღვევის შემთხვევაში ტაქსისა და კატერისთვის ჯარიმა 200 ლარი იქნება. ხოლო თუ მძღოლი, რომელსაც არასრულწლოვანი გადაჰყავს, თამბაქოს მოწევს, ის 50 ლარით დაჯარიმდება.

კომენტარები