მიხეილ სააკაშვილი

ბობოხიძე: სააკაშვილის გათავისუფლების შესაძლებლობა ივანიშვილის რეჟიმის დამარცხებაზე გადის

საკითხის ასე დასმა, რომ რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნას აზრი არ აქვს სააკაშვილის გათავისუფლებამდე, მე პირადად მიმაჩნია მცდელობად, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ პარლამენტში დარჩენის საბაბი მოიპოვოს.

ერთი მარტივი მიზეზის გამო - დებულება ჯერ გავათავისუფლოთ მიხეილ სააკაშვილი და მერე დავამარცხოთ ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი, ჩემი აზრით საკუთარ თავშივე მოიცავს ერთ მარტივ წინააღმდეგობას, სააკაშვილის გათავისუფლების შესაძლებლობა გადის ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის დამარცხებაზე, პირიქით ხდება და ჩვენ თუ შევძელით ივანიშვილის რეჟიმის ნების საწინააღმდეგოდ სააკაშვილის ან სხვა პოლიტპატიმრების გათავისუფლება, ეს უკვე ნიშნავს, რომ დაგვიმარცხებია ბიძინა ივანიშვილი, ანუ აქაც ფორმულა ჯერ რა ხდება, სინამდვილეში მეტყველებს ჩვენს სისწორეზე. ჯერ მარცხდება ივანიშვილი საარჩევნო ან არასაარჩევნო გზებით, თუ ამის რეალურ საშუალებას დღეს ვხედავთ, ამიტომ ჯერ მარცხდება ნებისმიერ შეთმხვევაში ივანიშვილი და ამის შედეგი იქნება პოლტიკური დევნის შეწყვეტა და პოლიტპატიმრების გათავისუფლება. ყველა სხვა დამოკიდებულება არის სინამდვილეში ბრძოლის იმიტაციისა და ილუზიის შექმნა, მათ შორის შესაძლოა განპირობებული იმ მოტივით, რომ პარლამენტის დატოვების მოთხოვნა არ დადგეს დღის წესრიგში.

თქვა ევროპული საქართველოს გენერალუმა მდივანმა, აკაკი ბობოხიძემ.

კომენტარები