მიხეილ სააკაშვილი

სააკაშვილი: თუ ხვალიდან დეპუტატებს არ შემოუშვებენ, უარს ვაცხადებ მკურნალობის კურსზე

უკვე 1 კვირაა ჩემთან არ უშვებენ ნაციონალური მოძრაობის და სხვა პარტიებიდან პარლამენტის წევრებს. ბოლო დღეებში სუსის ჩემს პალატასთან მდგომმა წარმომადგენლებმა დაიწყეს აქ მყოფი სამედიცინო პერსონალის ნამდვილი ტერორი. საგანგებოდ ჩხრეკენ მათ და მუქარანარევ გასაუბრებებს უტარებენ, რათა მე მათი მეშვეობით არ გადავცე ჩვენს საზოგადოებას გზავნილები. 

თუ ხვალიდან დეპუტატების შემოსვლას არ დაუშვებენ, მე უარს ვაცხადებ მკურნალობის კურსზე და მივიღებ მხოლოდ იმ მედიკამენტებს, რომლებიც ტყვედ ჩავარდნამდე მქონდა გამოწერილი.

წერს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, Facebook-ის საკუთარ გვერდზე.

კომენტარები