გლდანის ციხე

გლდანის ციხეში პატიმარი გარდაიცვალა – გამოძიება პენიტენციურის გულგრილობის ფაქტზე დაიწყო

გლდანის N8 პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმარი გარდაიცვალა. ფაქტზე გამოძიება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა დაწესებულების თანამშრომლის მიერ განხორციელებული სამსახურეობრივი გულგრილობის სავარაუდო ფაქტზე დაიწყო. 

"2021 წლის 24 ნოემბერს, სპეციალური პენიტენციური სამსახურიდან შემოსული შეტყობინებს საფუძველზე, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, პენიტენციური დაწესებულების მოსამსახურის მხრიდან განხორციელებული სამსახურებრივი გულგრილობის სავარაუდო ფაქტზე, რამაც სპეციალური პენიტენციური სამსახურის N8 დაწესებულებაში მოთავსებული პატიმრის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.

საქმეზე ინტენსიურ რეჟიმში ტარდება საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები (მათ შორის, შემთხვევის ადგილის დათვალიერება, სამედიცინო ექსპერტიზა, მოწმეთა გამოკითხვა და სხვ)". – ნათქვამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ტაბულასთვის მიწოდებულ განცხადებაში.

კომენტარები