მიხეილ სააკაშვილი

ხოშტარია: დღეს პირველად ვჭამ საჭმელს, დინამიკა იმდენად კარგია, მგონი, მალე გამომწერენ

დროას ლიდერი, ელენე ხოშტარია წერს, რომ შიმშილობის შემდეგ საკვების მიღება პირველად შეძლო და, მისივე ინფორმაციით, შესაძლოა, კლინიკიდან მალე გაწერონ. 

"სისუსტე დავამარცხე, ფეხებში ძალა ვიგრძენი, ანალიზები კარგი მაქვს, კითხვა დავიწყე, "ბასეინში წყალიც ჩამისხეს". დღეს პირველად ვჭამ უკვე საჭმელს. ეს არის ჩემი ელარჯიც, მწვადიც, დედას პურიც, კრუასანიც, სტეიკიც, ღვინოში გამომცხვარი ხორციც, ჩინურიც…

დინამიკა იმდენად კარგია, რომ მგონი მალე გამომწერენ საავადმყოფოდან. მადლობა ნიუ ჰოსპიტალს". - წერს ხოშტარია. 

ელენე ხოშტარიამ შიმშილობის შეწყვეტის გადაწყვეტილება 19 ნოემბერს, მას შემდეგ მიიღო, რაც იუსტიციის მინისტრმა მიხეილ სააკაშვილს სამკურნალოს გორის ჰოსპიტალში გადაყვანა შესთავაზა.

დროას ლიდერი 17 დღის განმავლობაში პარლამენტის შენობაში შიმშილობდა.

კომენტარები