ჯანდაცვა

ჯანდაცვა: წამახალისებელი ღონისძიების შემდეგ, შვიდ დღეში აცრების რაოდენობა 321%-ით გაიზარდა

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოში 15-21 ნოემბრის პერიოდში, ჯამურად, 15,217-  60 წელს გადაცილებული მოქალაქე აიცრა, რაც წინა კვირის მაჩვენებელზე 38.00%-ით მეტია.

მათივე ცნობით, იმუნიზაციის პროცესი განსაკუთრებით გააქტიურდა რეგიონებში. მაგალითისთვის, წამახალისებელი პროგრამის დანერგვამდე არსებულ პერიოდთან შედარებით, ბოლო 7 დღეში ვაქცინაციის მიმართვიანობა შიდა ქართლის რეგიონში 643.41%-ით გაიზრდა. ამავე რეგიონში, წინა კვირასთან მიმართებით, 50.08%-ით მეტი ადამიანი აიცრა.

ასევე, 543.79% -იანი ზრდა დაფიქსირდა გურიის რეგიონში, სადაც 15-21 ნოემბრის პერიოდში 985 60 წელს ზემოთ ასაკის მოქალაქე აიცრა, აღნიშნული, წინა კვირასთან მიმართებით, 67.80%-ით მეტია.

რაც შეეხება საქართველოს სხვა რეგიონებს, ჯანდაცვა აცხადებს, რომ იმუნიზაციის პროცესში პენსიონერი მოქალაქეები მთელი ქვეყნის მასშტაბით უფრო აქტიურად ერთვებიან. წამახალისებელი პროგრამის ამოქმედებამდე არსებულ პერიოდთან შედარებით, გასული 7 დღის განმავლობაში, 467.65%-ით მეტი აცრა ჩატარდა რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში. 405.88%-იანი ზრდა ფიქსირდება ქვემო ქართლში, ხოლო სამეგრელო-ზემო სვანეთში ეს მაჩვენებელი 401.99%-ს შეადგენს.

შეგახსენებთ, რომ მთავრობის წამახალისებელი პროგრამის მიხედვით, 200-ლარიან ერთჯერად დანამატს მიიღებს 60 წლის და ზემოთ ასაკის ნებისმიერი პირი, რომელიც ვაქცინაციას 31 დეკემბრის ჩათვლით ჩაიტარებს, ფულადი დანამატი პირველი აცრის გაკეთების შემდეგ გაიცემა.

 

კომენტარები