კორონავირუსი საქართველოში

მლნ მოსახლეზე სიკვდილიანობით საქართველო მე-2 ადგილზეა – ბოლო 1 კვირის მონაცემი

AFP - Getty Images

ბოლო 1 კვირაში წინა კვირასთან შედარებით საქართველოში Covid 19-ით გარდაცვლილთა რიცხვი 3%-ით შემცირდა, თუმცა, მსოფლიოში სიკვდილიანობით მაინც მეორე ადგილზეა. ერთ კვირაში მილიონ მოსახლეზე გარდაცვლილთა რაოდენობით (136) საქართველოს მხოლოდ ბულგარეთი (142) უსწრებს.

Worldometers.info-ს მონაცემებით, ბოლო 7 დღეში საქართველოში კორონავირუსის 28 155 შემთხვევა დადასტურდა და 523 ადამიანი გარდაიცვალა. 

22 ნოემბრის მონაცემებით, კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე, ქვეყანაში დადასტურდა ინფიცირების 814 097 შემთხვევა, მათგან გამოჯანმრთელდა 755 229 პაციენტი და გარდაიცვალა –   11 553.

რაც შეეხება ვაქცინაციას, მინიმუმ ერთი დოზით საქართველოში მხოლოდ 1 107 557 ადამიანია აცრილი (მოზრდილი მოსახლეობის 39%), ხოლო სრულად - 980 213 (მოზრდილი მოსახლეობის 34.3%).

კომენტარები