მთავრობის სხდომა

ღარიბაშვილი: უნდა გამკაცრდეს ფსიქოტროპულების გაყიდვა, აღსრულების პროცესს გავაკონტროლებ

ახალგაზრდების ჩართულობა დამღუპველ მოძრაობაში, რასაც ჰქვია ნარკომანია - მე ვიცი რომ ბოლო პერიოდში, მოგეხსენებათ, რომ საკმაოდ ლიბერალური გახდა კანონმდებლობა ნარკომანიის მიმართულებით და ჩვენი ახალგაზრდები, ნაცვლად იმისა, რომ დასაქმდნენ სპორტით, სხვადასხვა საქმიანობით, ისწავლონ, იმუშაონ, არიან დაკავებულები სწორედ ამ მავნე ნივთიერებების მოხმარებით, ამიტომ უნდა გამკაცრდეს ფსიქოტროპული ნივთიერებების გაყიდვა, ამის თაობაზე ჩვენ გვექნება დამატებით საუბარი, მე პირადად გავაკონტროლებ აღსრულების პროცესს. 

ამბობს საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობის სხდომაზე. 

კომენტარები