კორონავირუსი საქართველოში

Covid 19-ით კიდევ 76 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 3 357 შემთხვევა, დღიური დადებითობა 9.77%-ია

კორონავირუსით კიდევ 76 ადამიანი გარდაიცვალა, ჩატარდა 34 361 ტესტი,  გამოვლინდა ინფიცირების 3 357 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 5 772  პირი. 

დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 9.77%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 9.31% ხოლო 7 დღის მანძილზე - 9.01%.

3 357 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 415 შემთხვევა, აჭარა - 106, იმერეთი - 621, ქვემო ქართლი - 173, შიდა ქართლი - 242, გურია - 95, სამეგრელო - ზემო სვანეთი -260, კახეთი - 253, მცხეთა-მთიანეთი - 85, სამცხე-ჯავახეთი - 83, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -24.

51 023 აქტიური შემთხვევაა. 1 667 მძიმე პაციენტია, აქედან 390 ადამიანი ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა შეერთებული. 

კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე, ქვეყანაში დადასტურდა ინფიცირების 812 246 შემთხვევა, მათგან გამოჯანმრთელდა  749 699 პაციენტი და გარდაიცვალა –  11 498.


ქვეყანაში სავალდებულოა პირბადის ტარება როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეში. კვების ობიექტებს მუშაობის უფლება 23:00-მდე აქვთ.

ასაცრელად დარეგისტრირდით – booking.moh.gov.ge-ზე ან რეგისტრაციისთვის დარეკეთ:

  • ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე – 15 22;
  • ევროპული საქართველოს ცხელ ხაზზე – 0322 800 222;
  • დროას ცხელი ხაზზე – 599 192 277; 598 642 956;
  • ლელოს ცხელ ხაზზე – 0322 232 288;
  • ენმ-ს ცხელ ხაზზე – 599 85 25 46;
  • იუსტიციის სახლების სატელეფონო ცენტრში – 0322 405 405.

კომენტარები