მიხეილ სააკაშვილი

ექიმი ხოშტარიაზე: ზოგადი მდგომარეობა სტაბილურია, ანალიზებით დამაკმაყოფილებელი სიტუაციაა

დროას ლიდერის, ელენე ხოშტარიას მდგომარეობა სტაბილურია - ამის შესახებ ჟურნალისტებთან ექიმ-რეანიმატოლოგმა, ალექსანდრე მხარგრძელმა ილაპარაკა.

“პაციენტის ზოგადი მდგომარეობა სტაბილურია. ანალიზებით დამაკმაყოფილებელი სიტუაციაა. ამჟამად იმყოფება ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ. ჯერჯერობით დაეწყო ინტრავენური გადასხმები, ინტრავენური გადასხმების შემდეგ დაწყებულია სპეციალიზირებული კვება მცირე ულუფებით და პროტოკოლის მიხედვით მოხდება კვების გაზრდა”, - თქვა მან.

სპეციალიზირებული კვების შესახებ Facebook-ის გვერდზე თავად ხოშტარიამაც დაწერა.

ელენე ხოშტარიამ შიმშილობის შეწყვეტის გადაწყვეტილება გუშინ, 19 ნოემბერს, მას შემდეგ მიიღო, რაც იუსტიციის მინისტრმა მიხეილ სააკაშვილს სამკურნალოს გორის ჰოსპიტალში გადაყვანა შესთავაზა.

დროას ლიდერი 17 დღის განმავლობაში პარლამენტის შენობაში შიმშილობდა.

კომენტარები