მიხეილ სააკაშვილი

ანზორ მელია: გორის ჰოსპიტალს შესანიშნავი აპარატურა აქვს, სააკაშვილი უნდა დათანხმდეს

მიხეილ სააკაშვილმა აუცილებლად უნდა შეწყვიტოს შიმშილობა. პირველი ნაბიჯი მაინც გადადგა ამ მთავრობამ. გორის სამხედრო ჰოსპიტალი მრავალპროფილურია და დაკომპლექტებულია კარგი ექიმებით. აქვთ შესანიშნავი აპარატურა, სადაც შეიძლება მონიტორინგი ჩაუტარდეს ყოველწამიერი, ამიტომაც აუცილებლად უნდა დათანხმდეს. ამით თავსაც გადაირჩენს, ელენე ხოშტარიასაც გადაარჩენს, პაატა ბურჭულაძესაც და ათეულობით მოშიმშილეს

საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, ამბობს ზუგდიდის მერობის ყოფილი კანდიდატი ანზორ მელია. იუსტიციის მინისტრმა მიხეილ სააკაშვილს შესთავაზა, სამკურნალოდ გადავიდეს გორის სამხედრო ჰოსპიტალში.

კომენტარები