მიხეილ სააკაშვილი

კელი სააკაშვილზე: გადაიყვანეთ ამ წყეულ კლინიკაში, შემოღობეთ, არეულობის თუ გეშინიათ

იან კელი
RFE/RL

აშშ-ს ყოფილი ელჩი საქართველოში, იან კელი სოციალურ ქსელ Twitter-ზე ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის შიმშილობას კიდევ ერთხელ ეხმაურება.

"უბრალოდ გადაიყვანეთ წყეულ სამოქალაქო კლინიკაში, ბოლოს და ბოლოს. სააკაშვილმა თქვა, რომ ის შიმშილობას დაასრულებს, თუ სამოქალაქო საავადმყოფოში გადაიყვანენ. პერიმეტრი შემოღობეთ, თუ არეულობის გეშინიათ. უბრალოდ გააკეთეთ საპასუხისმგებლო საქმე", – წერს იან კელი.

კომენტარები