ელენა სატინი

ქართველ მსახიობს, ელენა სატინს COWBOY BEBOP-ში ჯულიას როლში ვიხილავთ

Morgan Magazine

წარმოშობით ქართველი მსახიობი ელენე სატინი Netflix-ის მომავალ სერიალში Cowboy Bebop ერთ ერთ მთავარ როლს შეასრულებს.

Cowboy Bebop საკულტო იაპონური ანიმეს მხატვრული რიმეიქია, რომელშიც სატინის გარდა ჯონ ჩო, მუსტაფა შაქირი, დანიელა პინედა და ალექს ჰასელი თამაშობენ. შოუ სტრიმინგის სერვისის ეთერში 19 ნოემბერს გამოვა.

"ათი წელია Cowboy Bebop-ის თაყვანისმცემელი ვარ. ხშირად ხელახლა ვუყურებ, ძალიან მიყვარს. ამ პროექტში ჩემი მონაწილეობა უდიდესი ბედნიერებაა. მსახიობს იშვიათად ეძლევა ასეთი შესაძლებლობა, ამიტომ ახლა აქ ყოფნა ჩემთვის დაუჯერებელია". – ამბობს მსახიობი ინტერვიუში.

ორიგინალი ანიმე 1998 წელს გამოვიდა. მოქმედება 2071 წელს ვითარდება, მთავარი გმირები თავებზე მონადირეები, ე.წ. კოსმოსური კოვბოები არიან. პოპულარულ სერიალს ორი მანგა და ერთი სრულმეტრაჟიანი ანიმაციური ფილმი მოჰყვა. 

ელენა სატინი(სხირტლაძე) თბილისში დაიბადა. 5 წლის ასაკში მშობლებთან ერთად გადასახლდა რუსეთში, ერთი წლის შემდეგ გამოჩნდა საბავშვო დილის გადაცემაში დილის ვარსკვლავი. 9 წლის ასაკში გახდა კინოფესტივალ კინოტავრის ყველაზე ახალგაზრდა მონაწილე. 1998 წელს ჩააბარა ნიუ-იორკის სამსახიობო სკოლაში. შესრულებული აქვს როლები ფილმებსა და სერიალებში Zipper, A Beautiful Now, Smallvile, NCIS, 24:Legacy.

 

კომენტარები