მიხეილ სააკაშვილი

სუბარი: ლომჯარიამ სააკაშვილი უფრო ბევრჯერ ინახულა, ვიდრე ყველა სხვა პატიმარი 4 წელში

ნინო ლომჯარია, როგორც სახალხო დამცველი ძალიან კარგია, ხშირხშირად ნახულობს ხოლმე ყოფილ პრეზიდენტს, პატიმარ სააკაშვილს, თუმცა გასაოცარია ის ფაქტი, რომ მან ეს ერთი ადამიანი უფრო ბევრჯერ ინახულა, ვიდრე ყველა სხვა პატიმარი დანარჩენი 4 წლის განმავლობაში. ადამიანს შეიძლება ჰქონდეს თავისი სიმპათია, ანტიპათია, მაგრამ როცა ის არის სახალხო დამცველი, ის უნდა დადგეს ამ ყველაფერზე მაღლა, უნდა იყოს მიუკერძოებელი და სიმართლეს ემსახუროს მხოლოდ და მხოლოდ.

ქართული ოცნების დეპუტატი, სოზარ სუბარი სახალხო დამცველზე, ნინო ლომჯარიაზე საუბრისას. 

17 ნოემბერს სახალხო დამცველის მიერ შექმნილმა ექიმთა ჯგუფმა ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასა და გლდანის მე-18 პენიტენციური დაწესებულების საავადმყოფოს შესახებ დასკვნა გამოაქვეყნა. ექიმთა ჯგუფმა სააკაშვილის მდგომარეობა კრიტიკულად შეაფასა და, მათივე დასკვნით, გლდანის ციხის კლინიკა მიხეილ სააკაშვილის მსგავს კრიტიკულ პაციენტს ვერ უმკურნალებს, მიუხედავად იმისა, რომ "დაწესებულება ცუდად აღჭურვილი არ არის".

კომენტარები