მიხეილ სააკაშვილი

ბექა დავითულიანი: ნინო ლომჯარია გადახრილია ცოტა სხვა მხარეს

მთელი ეს პროცესი აბსოლუტურად პოლიტიზირებულია. აქ ჯანმრთელობა არაფერშუაშია. ჯანმრთელობა გამოიყენება როგორც პოლიტიკური ინსტრუმენტი ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლის. აქ ვიღაცეები, რაღაც ინსტიტუციები, რაღაც ჯგუფები ირჩევენ მხარეს. ჩემი აზრით, ნინო ლომჯარია გადახრილია ცოტა სხვა მხარეს და ის ამ მოძრაობაში და პროცესში, უფრო ხელს უწყობს მეორე მხარეს.

არ ვიცი ექიმების მიერ შექმნილი კონსილიუმის დასკვნა სუბიექტური არის თუ არა, თუმცა იქ შემავალი ადამიანების სტატუსები რომ წამაკითხეს, მივხვდი რომ მათ შეიძლება სუბიექტური დამოკიდებულება ჰქონდეთ. 

ქართული ოცნების დეპუტატი, ბექა დავითულიანი სახალხო დამცველზე, ნინო ლომჯარიაზე საუბრისას. 

17 ნოემბერს სახალხო დამცველის მიერ შექმნილმა ექიმთა ჯგუფმა ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასა და გლდანის მე-18 პენიტენციური დაწესებულების საავადმყოფოს შესახებ დასკვნა გამოაქვეყნა. ექიმთა ჯგუფმა სააკაშვილის მდგომარეობა კრიტიკულად შეაფასა და, მათივე დასკვნით, გლდანის ციხის კლინიკა მიხეილ სააკაშვილის მსგავს კრიტიკულ პაციენტს ვერ უმკურნალებს, მიუხედავად იმისა, რომ "დაწესებულება ცუდად აღჭურვილი არ არის".

კომენტარები