რეკლამა

(რ) როგორ ავარჩიოთ ბინა თბილისში

თბილისი დიდი ქალაქია, რომელიც მილიონზე მეტ მოსახლეს იტევს და ყოველთვის უამრავი ადამიანი ცდილობს აქ გადმოსვლას საცხოვრებლად სხვადასხვა მიზეზებიდან გამომდინარე, თუმცა უპირველესი მათ შორის მაინც მეტი შესაძლებელობებია, რომლის მიცემაც დედაქალაქს მათთვის შეუძლია. ამას გარდა, თბილისში მცხოვრები ადამიანებიც ცდილობენ სხვა უბანში ან სხვა სახლში გადასვლას, რაც კარგად დაფიქრებას საჭიროებს. თბილისში უამრავი სტუდენტია, ვინც რეგიონიდან და სხვა ქალაქიდან აქ განათლების მისაღებად ჩამოვიდა მინიმუმ რამოდენიმე წლით, რაც უამრავ გამოწვევასთანაა დაკავშირებული. დასაქმებული ადამიანებისთვის ქალაქში გადატვირთული მოძრაობა ხშირად დაგვიანების მიზეზი ხდება, ამიტომ ყველას ისეთ ადგილად უღირს ცხოვრება, რომელიც ახლოა მათ სამსახურთან. სასურველი ბინის არჩევას სხვადასხვა ფატორი განაპირობებს, რაც დამოკიდებულია კონკრეტული ადამიანის ინტერესებზე და შესაძლებლობებზე.

სახლის შეძენა მარტივი ამბავი ნამდვილად არ არის, აქ ხომ ცხოვრების რაღაც ეტაპი უნდა გაატარო, ამიტომ გადაწყვეტილების მიღებისას აჯობებს ადამიანმა დააპრიორიტეტოს ის საკითხები, რომელიც მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. უპირველესი ფაქტორი ფინანსური მდგომარეობაა, რის მიხედვითაც ადამიანი ძებნას იწყებს. ბინის ღირებულებას სხვადასხვა ფაქტორი განსაზღვრავს, თუმცა მთავარი მათგან ორის - ადგილმდებარეობა და მდგომარეობა. ბინის ლოკაცია უდიდესი მნიშვნელობა აქვს ფასის დადგენისას, რომელიც უბნების მიხედვით იცვლება. მაგალითად, ორი იდენტური ბინა ქალაქის ცენტრში ბინები შედარებით უფრო მაღალი ფასი ეღირება, გარეუბანთან შედარებით. ფასი მდგომარეობის მხრივაც დგება, ახალგარემონტებული, მოვლილი ბინის ღირებულება, რომელიც გარეუბანში მდებარეობს შეიძლება უფრო მეტი იყოს, ვიდრე ნორმალური მდგომარეობის ბინის, რომელიც ქალაქის ცენტრში მდებარეობს.
ბინის შერჩევისას დიდი მნიშვნელობა ენიჭება როგორ ტიპის ადამიანი ხართ და რას საქმიანობთ. მაგალითად, სტუდენტისთვის, რომლის უნივერსიტეტი ვაკეშია, საუკეთესო გადაწყვეტილება ისეთი სახლის ყიდვა ან ქირაობა იქნება, რომელიც ახლოსმდებარე ქუჩებზე მდებარეობს, მაგალითად შეუძლია მოძებნოს ბინები ფალიაშვილზე, ჭავჭავაძეზე, რაზმაძეზე და მიმდებარე ქუჩებზე. იგივე შეიძლება ითქვას იმ ადამიანზე, რომელიც სახლს სამსახურთან ახლოს ეძებს, ან იმ ადამიანზე, რომელიც გადასაადგილებლად საზოგადოებრივ ტრანსპორტს იყენებს; ასეთი ადმაიანისთვის
კარგი ვარიანტი ბინის მეტროსთან ახლოს შერჩევა იქნება. თუკი ავტომობილი გყავთ და
არ გაშინებთ ქალაქში გადაადგილება, მაშინ შეიძლება ბინა ხალმრავალ ადგილს მოშორებულ ადგილას შეარჩიოთ. ბინის შეძენისას ღირებულებისა და პირადი საჭიროების მიღმა არის ემოციური ფაქტორიც, რომელიც ნიშნავს კომფორტის შეგრძნებას და რომელიც შეიძლება სხვებზე უპირატესიც კი იყოს, რაც იმას ნიშნავს, რომ თუკი ბუნებასთან სიახლოვე მყუდროებას განიჭებთ, შეიძლება მწვანე სივრცესთან ახლოს შეიძინოთ ბინა, რომელიც მოშორებით იქნება სამსახურისგან. ასეთ შემთხვევაში, კარგი იქნება თუ წინასწარ გაიაზრებთ რისი მოლოდინი გაქვთ ბინისგან.

ბინის არჩევისას ზოგჯერ გასათვალისწინებელია რამდენი ხანი გეგმავთ აქ გაჩერებას. მაგალითად, თუ სტუდენტი ხართ და ბინები ფალიაშვილზე მოძებნეთ, თუმცა შედარებით მწვანე გარემო და ნაკლები ხალხი გსურთ, შეიძლება დროებით ფიქრობდეთ აქ გაჩერებას. ასეთ შემთხვევაში, საჭიროებიდან გამომდინარე ვიღებთ გადაწყვეტილებას, თუმცა სასწავლებლის დასრულების შემდეგ უკვე შეიძლება
ფართოდ ფიქრი.

კომენტარები