მე-10 მოწვევის პარლამენტი

ჰერმან საბო დეპუტატი ხდება

გირჩის წევრი ჰერმან საბო დეპუტატი ხდება. საბო გირჩის 2020 წლის საპარლამენტო სიის მე-5 ადგილს იკავებდა. საბოს პარლამენტში შესვლა ზურა გირჩი ჯაფარიძის მანდატის შეწყვეტას მოჰყვა. ინფორმაციას ამის შესახებ პარტია ავრცელებს.

"დღეს, საქართველოს პარლამენტში კენჭი უყარეს ზურაბ გირჩი ჯაფარიძისთვის სადეპუტატო მანდატის შეჩერებას, რომელსაც 79 დეპუტატმა დაუჭირა მხარი. როგორც იცით, 2020 წლის საპარლამენტო სიაში Hermann Szabó მეხუთე ნომერი იყო შესაბამისად, ჯაფარიძის პარლამენტიდან გასვლის შემდეგ მის ადგილს ჰერმანი დაიკავებს". – წერია განცხადებაში

ზურაბ ჯაფარიძესა და მამუკა ხაზარაძეს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდათ. გადაწყვეტილება დღევანდელ პლენარულ სხდომაზე მიიღეს.

ზურაბ ჯაფარიძისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას მხარი დაუჭირა 79-მა დეპუტატმა, მამუკა ხაზარაძისთვის კი 79-მა დეპუტატმა, ორი კი წინააღმდეგ წავიდა.

მამუკა ხაზარაძემ და ზურაბ ჯაფარიძემ მანდატებზე უარი თავად თქვეს.

 

კომენტარები