საქართველოს კანონმდებლობოთ არ არის გათვალისწინებული უკრაინის სახალხო დამცველის შესვლა. არ არის ამის აუცილებლობა, ჩვენ არ გვაქვს ამის ვალდებულება. პატიმარი იმყოფება სამკურნალო დაწესებულებაში, ჩვენ ვალდებული ვართ, მაქსიმალურად შევეცადოთ, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა იყოს ბოლომდე დაცული, სწორედ ამ მოტივებით ქალბატონი სახალხო დამცველი, ჯერჯერობით, არ იქნა შეშვებული. ასევე, შემოსულია წერილი საგარეო საქმეთა სამინისტროს მეშვეობით და აუცილებლად დავუბრუნებთ პასუხს.
[...] წინა შემთხვევაში, როდესაც ქალბატონი დენისოვა იმყოფებოდა და ცალმხრივად გააკეთა განცხადება, ალბათ, კარგი იქნებოდა, მაშინ შევხვედრილიყავით, რომ მოესმინა ჩვენი პოზიცია და გათვალისწინებული ყოფილიყო ორივე მხარის პოზიცია. პირველად, როდესაც ქალბატონი დენისოვა ბრძანდებოდა და მე-12 დაწესებულებაში შევიდა, როდესაც გამოვიდა, მან გააკეთა მხოლოდ ცალმხრივი შეფასება და კითხვაც კი არ დაუსვამს ჩვენთვის იმასთან დაკავშირებით, შეესაბამებოდა თუ არა ის ინფორმაცია სინამდვილეს, რომელიც მას მიაწოდეს.