ზურაბ ჯაფარიძე

ჯაფარიძე: სებ-თან აქცია-პერფორმანსზე 2 დემონსტრანტი ვართ, მთელი ეზო პოლიციით არის სავსე

გირჩი-მეტი თავისუფლებას ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე ამბობს, რომ მოქალაქეებს საქართველოს ეროვნულ ბანკთან აქცია-პერფორმანსი უნდა გაემართათ, ადგილზე, მისი ჩათვლით, 2 დემონსტრანტი მივიდა - მათ სუს-ისა და საპატრულო პოლიციის თანამშრომლები დახვდნენ. ჯაფარიძის სიტყვებით, შენობის ცენტრალურ შესასვლელში პოლიციამ კორდონი გააკეთა.   

"აქცია სინამდვილეში უნდა ყოფილიყო პერფორმანსი - კრიპტოვალუტაზე უნდა გაეყიდათ მგონი ყავა. ანუ, სიმბოლური ამბავი უნდა ყოფილიყო, მეტი არაფერი. მანქანები ყველა შკოდაა, ყველა სუსია, ერთი პატრულის მანქანა დგას შუაში. შკოდა-ოქტავიებია გაყოლებული ბოლომდე, სულ კრიმპოლი და სუსია. 

მე დამყვება 4 კაცი. ეტყობა, ფიქრობენ, რომ რაღაცას ვიზამ, ჰგონიათ, ალბათ, რომ ისევ მანქანას მოვიყვან და ჩავხერგავ. მთელი ეზო სავსეა პოლიციით. ამ წუთის მდგომარეობით, სულ ვართ ორი დემონსტრატი. მეტი კაციშვილი არ ვართ მოსული. ვინც დაანონსა და დაგეგმა აქცია, არ ვიცი, დატროლვას უპირებდნენ თუ რას უპირებდნენ. ამიტომ არის მნიშვნელოვანი პროტესტი. ყველგან, სადაც შესაძლებელია. ასეთი მარტივი აქციაც კი, რომელზეც უნდა გაპტოროტესებულიყო ინფლაცია და კრიპტობაზრის რეგულირება, თან პერფორმანსი უნდა ყოფილიყო, ანუ სულ საუბარი იყო 10 კაცზე, 20 კაცზე, რომლებსაც სიმბოლურად კრიპტოვალუტაზე, ბიტკოინზე უნდა გაეყიდა ყავა, მეტი არაფერი. ამან გამოიწვია ის, რომ აგერ არის საპატრულოს პოლიციის უფროსი მოადგილე, მთელი სუსი და რავიცი, ვინ აღარ არის. ალყაშია ეროვნული ბანკი, ძალოვანი სტრუტურების მიერ". - ამბობს გირჩი - მეტი თავისუფლების  ლიდერი, ზურა გირჩი ჯაფარიძე, რომელიც საქართველოს ეროვნულ ბანკთან დაგეგმილ აქციაზე მივიდა. 

გუშინ, 12 ნოემბერს, ზურა ჯაფარიძემ Facebook-ზე ღონისძიება გააზიარა, რომლის მიხედვითაც, 13 ნოემბერს 11:30 წუთზე დაგეგმილი იყო აქცია-პერფორმანსი ეროვნული ბანკის რეგულაციების გასაპროტესტებლად. მონაწილეები გაყიდდნენ ყავას კრიპტოვალუტაზე და დოლარზე, ასევე, 20 ადამიანს ასესხებდნენ $5-ს, წლიურ 200%-ად.

საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცეპრეზიდენტის, პაპუნა ლეჟავას თქმით, სებ-ი კრიპტოვალუტის ბაზრის დარეგულირებას გეგმავს. სავარაუდოდ, რეგულაციები ფულის გათეთრების ნაწილში განიხილება

კომენტარები