ეკონომიკა

ქართული კომპანიების 62% სოციალური მედიის საშუალებებს არ იყენებს

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა კერძო სექტორში საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის თანახმად, საწარმოთა 95%-ს აქვს წვდომა ინტერნეტთან. 

აღსანიშნავია, რომ ქართული კომპანიების 62.8% საერთოდ არ იყენებს სოციალური მედიის საშუალებებს, Facebook-ს, Instagram-სა და LinkedIn-ს. 

შედარებისთვის, აშშ-ს სტატისტიკური სამსახურის ცნობით, ამერიკულ ბაზარზე არსებული მცირე და საშუალო ზომის კომპანიების 92% რეგულარულად იყენებს სოციალურ პლატფორმებს, მსხვილი ბიზნესის შემთხვევაში კი ეს მაჩვენებელი 98%-ს აღწევს. 

სოციალური მედია და ციფრული რესურსები თანამედროვე მარკეტინგის ძირითადი ნაწილია, რომელსაც თითქმის ყველა მაღალგანვითარებული კომპანია და საწარმო აქტიურად იყენებს.

საქსტატის ინფორმაციით, საწარმოთა 4.1%-ს ჰქონდა საქონლისა და მომსახურების ვებ გაყიდვები, რომელთა 81%-ს შეადგენდა გაყიდვები კერძო მომხმარებლებზე (B2C), 16.8%-ს – გაყიდვები სხვა საწარმოებზე (B2B) და 2.2%-ს – გაყიდვები საჯარო სექტორზე (B2G).

 

კომენტარები