კობახიძე AMNESTY INTERNATIONAL-ის განცხადებაზე: ყველაფერი ტყუილია

პირველი წინადადებით რომ დავიწყოთ, "მეხუთე კვირაა შიმშილობს" – უკვე ტყუილია. ტყუილი მიაწოდეს კონკრეტულ ორგანიზაციას [Amnesty Int.-ს] და მათაც ეს ინფორმაცია გაავრცელეს.

სამწუხარო რეალობაა, მაგრამ ესაა რეალობა. პირველ წინადადებაში არის ტყუილი, ყველაფერ დანარჩენში არის ტყუილი. იტყუება არა კონკრეტული ორგანიზაცია, არამედ მისი წყარო და ეს წყაროები ვინ არიან, ძალიან კარგად ვიცით.

ამბობს ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე.

ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო ორგანიზაცია Amnesty International-მა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაყვანის შესახებ განცხადება გაავრცელა

"საქართველოს ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, შიმშილობის მე-5 კვირას, ძალადობრივად გადაიყვანეს ციხის საავადმყოფოში; სავარაუდოდ, დაემუქრნენ; შეულახეს ღირსება, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება და ადეკვატური ჯანდაცვა. არა უბრალოდ შერჩევითი სამართალი, არამედ ცხადი პოლიტიკური შურისძიებაა". –  წერს ორგანიზაცია. 

კომენტარები