მიხეილ სააკაშვილის დაკავება

ხოშტარია: არასწორია და არალოგიკურია ახლა პროტესტის გაჩერება, ან თუნდაც ფორმის შეცვლა

აბსოლუტურად მესმის მოწოდებები შიმშილობის შეწყვეტასთან დაკავშირებით, თუმცა, ორ რამეს ვიტყვი, პირველი – ის მოთხოვნები მე რაც მქონდა შიმშილობის შეწყვეტასთან დაკავშირებით, იყო მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის საფთხის მოხსნა და ჩვენ დღეს ვხედავთ, რომ არათუ მოხსნილია, არამედ დამძიმებულია, ეს რისკები არის გაზრდილი. ამიტომ, აბსოლუტურად არასწორია და არალოგიკურია ახლა პროტესტის გაჩერება, ან თუნდაც ფორმის შეცვლა.

მეორე – მე არ მიმიღია ეს გადაწყვეტილება უბრალოდ სპონტანურად და ემოციურად და მე ძალიან კარგად მესმის, რას ნიშნავს შიმშილობა თავისი დროის, რეჟიმის სისასტიკის თვალსაზრისით, მაგრამ, აბსოლუტურად რაციონალურად, ჩვენ ყველას უნდა გვესმოდეს, ეს არაა პოლიტიკა, პოლიტიკისთვის კი არ ვშიმშილობ, ქართული ოცნება არათუ პოლიტიკას გასცდა, არამედ ის მორალურ საზღვრებს გასცდა. ჩემთვის ამის პირველი ნიშანი იყო ლექსო ლაშქარავას, გარდაცვლილი ოპერატორის ამბავი, მე ვერ ვიტყვი, რომ გაუვიდათ [ოცნებას], მაგრამ მატ ჰგონიათ რომ გაუვიდათ, ამან სტანდარტი დააწესა, რომ ამ ქვეყანაში უკვე სიცოცხლეც აღარ ფასობს. ერთ-ერთი გადამწყვეტი ჩემთვის მომენტი იყო, როდესაც მიტინგზე გამოვდიოდი ერთ-ერთზე სიტყვით და მიხვდი, რომ რამდენჯერ უნდა ვთქვა იგივე, განა აზრი არ აქვს ამ პროტესტს, ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ უნდა გავინაწილოთ ყველამ, ყველა უნდა გავიდეთ კომფორტის ზონიდან, ეს ვიღაცისთვის შიმშილობაა, ვიღაცისთვის ღამის გათენება, ფორმა სხვადასხვაა, მაგრამ ყველა თუ არ გავალთ კომფორტის ზონიდან.

ამბობს ტვ პირველის ეთერში, დროას ლიდერი, ელენე ხოშტარია, რომელიც პარლამენტის შენობაში მე-7 დღეა შიმშილობს.

კომენტარები