ფლანგვის დეტექტორი

ფლანგვის დეტექტორი: 2019-21 წლებში ქუთაისის მერიამ ₾179 000 ჭამა-სმაში გადაიხადა

ფლანგვის დეტექტორი

არასამთავრობო ორგანიზაცია ფლანგვის დეტექტორის ინფორმაციით, 2019-2021 წლებში ქუთაისის მერიამ თითქმის ₾179 000 ჭამა-სმაში გადაიხადა.

ორგანიზაციის ცნობით, 2019-21 წლებში ქუთაისის მერიის წარმომადგენლობითმა ხარჯებმა, რომელიც მოიცავს მიღებებსა და ოფიციალურ სადილებზე, წვეულებებსა და ღონისძიებებზე, საექსკურსიო და კულტურულ-სანახაობით ღონისძიებებზე დახარჯულ თანხას, ჯამში შეადგინა 348 129 ლარი:

  • 2019 – 249 336 ლარი
  • 2020 – 93 973 ლარი
  • 2021 – 28 636 ლარი

ფლანგვის დეტექტორის განცხადებაში ნათქვამია, რომ ამ ხარჯებიდან სარესტორნო მომსახურების ხარჯებმა 178 820 ლარი შეადგინა, სუვენირების შეძენა ქუთაისის მერიას 90 367 ლარი დაუჯდა, 18 183 ლარი ტრანსპორტირების ხარჯებმა, ხოლო 7 500 ლარი სასმელი წყლის ხარჯებმა შეადგინა.

"აღსანიშნავია იმავე წლებში ქუთაისის ბიუჯეტიდან შშმ პირთა დახმარებისთვის გაწეული ხარჯები, რომელმაც ჯამში 125 800 ლარი შეადგინა, ანუ გაცილებით ნაკლები ვიდრე მერიის მიერ რესტორნებში დახარჯული თანხა. 238 800 ლარი დაიხარჯა პანდემიის მართვისთვის ქუთაისის მერიიდან, რომელიც დაახლოებით იგივე თანხაა, რამდენიც მერიამ რესტორნებსა და სუვენირების შეძენაში დახარჯა". – ნათქვამია განცხადებაში.

ფლანგვის დეტექტორის ინფორმაციით, ქუთაისში 8 077 ადამიანი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს, რომელთა თვიური საარსებო შემწეობა 60 ლარია, ქუთაისის მერიის მიერ რესტორანში დახარჯული თანხები კი 248 ადამიანის 1 წლის საარსებო შემწეობას უდრის.

კომენტარები