ციხის საავადმყოფოში საუკეთესო პირობებიც რომ იყოს, მიხეილ სააკაშვილის და მისი ტიპის პატიმრების იქ ყოფნა ნიშნავს მხოლოდ პოლიტიკურ ანგარიშსწორებას ერთი მარტივი მიზეზის გამო. ის ადამიანი, ვისაც წარსულში კრიმინალთან ბრძოლასთან ჰქონდა შეხება, არ შეიძლება პატიმრების გარემოცვაში იმყოფებოდნენ და სწორედ ამიტომ არის, რომ მსგავსი ტიპის პატიმრების მიმართ განსხვავებული რეჟიმის ციხეები, ამიტომ, ციხის საავადმყოფოში, პირობებს შექმნიან თუ არ შექმნიან, სააკაშვილის და მსგავსი ტიპის პატიმრების ყოფნა არის ყოვლად დაუშვებელი.
მიხეილ სააკაშვილის დაკავება
ბობოხიძე სააკაშვილზე: ის, ვინც კრიმინალს ებრძოდა, არ შეიძლება პატიმრების გარემოცვაში იყოს
tbl.ge/5rc0
დაკოპირდა

თქვა ევროპული საქართველოს გენერალურმა მდივანმა, აკაკი ბობოხიძემ. გუშინ, 8 ოქტომბერს მიხეილ სააკაშვილი რუსთავის ციხიდან გლდანის ციხის კლინიკაში 38-დღიანი შიმშილობის შემდეგ გადაიყვანეს. ომბუდსმენის, ნინო ლომჯარიას შეფასებით, დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის მოთავსება ცალსახად არღვევს სახელმწიფოს მიერ ადამიანის ღირსების პატივისცემის ვალდებულებას
ამავე თემაზე
- ინსპექტორის სამსახური: სასამართლოს გადაწყვეტილება საშიშ პრეცედენტს და სტანდარტს ადგენს
- სასამართლომ პენიტენციურს სააკაშვილის კადრების გავრცელებისთვის დაკისრებული ჯარიმა გაუუქმა
- დეკანოიძე: სააკაშვილის საქმეზე საპარლამენტო კომისიაში მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია
- მიხეილ სააკაშვილი პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს
- თუთბერიძე: თუ სააკაშვილის უფლებები კვლავ შეილახება, ის პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართავს




