მიხეილ სააკაშვილის დაკავება

იუსტიციის მინისტრი სააკაშვილზე: მდგომარეობა სტაბილურია, სასიცოცხლო მაჩვენებლები ნორმაშია

ხაზგასმით უნდა ვთქვათ, რომ ერთხელ და სამუდამოდ ეს ხალხი უნდა შეეშვას ცრუ ინფორმაციის გავრცელებას. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ჩვენ არაერთი ტყუილის მომსწრენი გახვდით, როგორ ავრცელებს ეს ხალხი ცრუ ინფორმაციას პენიტენციურ დაწესებულებებთან მიმართებაში და ცდილობს, შეცდომაში შიეყვანოს საზოგადოება. აქ საუბარი აღარ არის უკვე მარტო პატიმარ სააკაშვილზე, მათ არ უნდა დაავიწყდეთ, რომ ამ დაწესებულებაში სხვა პატიმრებიც არიან და მათაც ჰყავთ ოჯახის წევრები და სხვა ახლობლები, რომლებიც განიცდიან ამ ცრუ ინფორმაციას. 

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე უნდა ისაუბრონ ექიმებმა და არა ადვოკატებმა. ჩვენ გუშინაც ვნახეთ განცხადება, რომ, თითქოს, მიხეილ სააკაშვილს დაავიწყდა ელენე ხოშტარიას სახელი. დღეს გავრცელდა საპასუხო განცხადება, რომლის თანახმადაც პატიმარი სააკაშვილი აცხადებდა, რომ მას , რა თქმა უნდა, ახსოვს ელენე ხოშტარიას სახელი. ეს განცხადებაც, რომელსაც აკეთებენ ადვოკატები, არის, სამწუხაროდ, ისევ ამავე ჟანრიდან და ექიმებთან გადამოწმებული ინფორმაციის საფუძველშე შემიძლია გითხრათ, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არის სტაბილური და ყველა სასიცოცხლო მაჩვენებელი არის ნორმაში.

ამბობს იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძე რუსთავი 2-თან ინტერვიუში ექსპრეზიდენტზე, მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას. სააკაშვილის ადვოკატები ამბობენ, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დღითიდღე უარესდება და საჭიროა სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანა. ექსპრეზიდენტი 36-ე დღეა, შიმშილობს. 

კომენტარები