მიხეილ სააკაშვილის დაკავება

ხოშტარია: ყველას თავისი ფუნქცია აქვს ბრძოლაში, მთელი ოპოზიციის შიმშილობა სიბრიყვე იქნება

ვაგრძელებ შიმშილობას. გეგმა ვერ შეიცვლება მანამ, სანამ პრეზიდენტს [მიხეილ სააკაშვილს] არ გადაიყვანენ სამოქალაქო საავადმყოფოში და არ იქნება გარანტიები მისი ჯანმრთელობის. ერთი რამე მინდა ვთქვა, მათ შორის, ოცნების გასაგონად, რომ მე ვარ პარლამენტში და პროტესტის ეს ფორმა არის უკიდურესად მშვიდობიანი.

ყველას დღეს აქვს თავისი ფუნქცია ბრძოლის, მთელი ოპოზიცია თუ დაჯდება და იშიმშილებს იქნება უკიდურესი სიბრიყვე და არასწორი. მე ავირჩიე ასეთი ფორმა [შიმშილობა]. ყველა იბრძვის აბსოლუტურად, ყველას თავისი ფუნქცია აქვს.

ამბობს დროას ლიდერი, ელენე ხოშტარია, რომელიც მეორე დღეა შიმშილობს. ხოშტარიას თქმით, ის პარლამენტის შენობაში იმ მომენტამდე იშიმშილებს, სანამ მიხეილ სააკშვილს სამოქალაქო კლინიკაში არ გადაიყვანენ.

კომენტარები