ტაივანი

ჩინეთთან დაძაბული ურთიერთობების ფონზე ევროპარლამენტარები ტაივანში ჩავიდნენ

ევროპარლამენტარების დელეგაცია რაფაელ გლუკსმანის (ცენტრში) ხელმძღვანელობით და ტაივანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ჰარი ცენგი (მარჯვნივ)
CNA / VIA AFP-JIJI

3 ნოემბერს ევროპარლამენტის დელეგაცია ტაივანში ჩავიდა. ვიზიტის მიზანი კუნძულთან ურთიერთობის განმტკიცებაა.

სამდღიანი ვიზიტის ფარგლებში შვიდკაციანი ჯგუფი, რომელსაც ევროპარლამენტარი რაფაელ გლუკსმანი ხელმძღვანელობს ტაივანის პრეზიდენტს ცაი ინგვენს და მთავრობის სხვა წარმომადგენლებს შეხვდება.

ტაივანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით ეს ევროპარლამენტის დელეგაციის პირველი "ოფიციალური" ვიზიტია ტაივანში.

"ჩვენ მოუთმენლად ველით თანამოაზრე ევროპელ პარტნიორებთან ნაყოფიერ საუბრებს დემოკრატიის, თავისუფლების, კანონის უზენაესობის დაცვასა და ადამიანის უფლებების პატივისციმაზე" - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

დელეგაციის ხელმძღვანელი, რაფაელ გლუკსმანი ჩინეთის აქტიური კრიტიკოსია. ის იმ ხუთ ევროპარლამენტარს შორისაა, რომლებსაც პეკინმა მარტში სანქციები დაუწესა.

"ჩემზე ვერც მუქარა და ვერც სანქციები იმოქმედებს. როგორც ყოველთვის გავარძელებ მათ გვერდში დგომას, ვინც დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისთვის იბრძვის. ასე რომ მე მივდივარ ტაივანში. - წერს გლუკსმანი Twitter-ზე.

ბოლო პერიოდში უერთიერთობა დაძაბულია ჩინეთსა და ტაივანს შორს. ჩინეთი ტაივანს თავის ნაწილად მიიჩნევს და თვლის, რომ ერთ დღეს ნებით ან ძალით შეიერთებს. პეკინი აქტიურად ცდილობს, საერთაშორისო ასპარეზზე ტაივანი იზოლირებული იყოს. თუმცა კუნძულის დემოკრატიული მთავრობა აქტიურად მუშაობს აშშ-სთან და ევროპასთან ურთიერთობების განმტკიცებაზე.

ბრუსელში ჩინეთის წარმომადგენლობა ევროპულ მხარეს აფრთხილებდა, რომ ევროპარლამენტარების ვიზიტი "დააზიანებს ჩინეთის ძირეულ ინტერესებს და ძირს გამოუთხრის ჩინეთისა და ევროკავშირის ურთიერთობების ჯანსაღ განვითარებას".

დასავლური ქვეყნების წარმომადგენლების ვიზიტები ტაივანში ჩინეთში უკმაყოფილებას იწვევს. ჩინეთის გაღიზიანება გამოიწვია გასულ თვეს ფრანგი სენატორების ვიზიტმა ტაივანში და ასევ ტაივანის საგარეო საქმეთა მინისტრის ჯოზეფ ვუს სტუმრობამ სლოვაკიასა და ჩეხეთის რესპუბლიკაში. 2020 წლის აგვისტოში აგვისტოში, ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვანგ იმ დაიმუქრა, რომ ჩეხეთის სენატის სპიკერს მილოს ვისტრიცილს ტაივანში ოფიციალური ვიზიტი "ძვირად დაუჯდება". ვისტრიცილი თაიფეიში 90-კაციანი დელეგაციით 30 აგვისტოს ჩავიდა.

2020 წლის აგვისტოში ტაივანში აშშ-ს ჯანმრთელობის მდივანი, ალექს აზარი ტაივანის პრეზიდენტს, ცაი ინგ-ვენს შეხვდა. 1979 წლის შემდეგ აზარი უმაღლესი რანგის ამერიკელი ოფიციალური პირია, რომელიც ტაივანს ეწვია. 1979 წელს აშშ-მ ტაივანთან ოფიციალური დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან დაამყარა.

ტაივანსა და ჩინეთს შორის ურთიერთობების აქტიური გაუარესება 2016 წლიდან, ტაივანის პრეზიდენტდან ცაი ინგვენის არჩევის შემდეგ იწყება. ბოლო თვეების განმავლობაში ჩინეთის სამხედრო თვითმფრინავების მიერ ტაივანის საჰარო სივრცის დაღვევის გამო კუნძულის თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ სამხედრო მდგომარეობა თაიფესა და პეკინს შორის ბოლო 40 წლის განმავლობაში ყველაზე დაძაბულია.

კომენტარები