მიხეილ სააკაშვილის დაკავება

მელია: რუსთავის ციხესთან აქციები პერმანენტული იქნება, მანამ, სანამ სააკაშვილს არ ვიხსნით

ყველაზე დიდი დანაშაულია, როდესაც არჩევანს ართმევ საქართველოს მოქალაქეს  - დამარცხებულებს აცხადებ გამარჯვებულებად და პირიქით. ეს არ და ვერ დარჩება პასუხგაუცემელი. საქართველო იწყებს სამართლიან პროტესტს და ეს პროტესტი იწყება დღეს ბათუმში. ადამიანებს, ვისაც ანაღვლებს მიხეილ სააკაშვილის ბედი, ვისაც ანაღვლებს ქვეყნის მესამე პრეზიდენტის მკვლელობის მცდელობა, ეს ყველაფერი გვინდა, რომ ავლაგმოთ და არ დავუშვათ, რომ კიდევ ერთხელ უკანასკნელი წლების განმავლობაში მივცეთ ხელისუფლებას შესაძლებლობა, რომ მეორე პრეზიდენტი მოგვიკლან, ყველა ეს ადამიანი ვიკრიბებით რუსთავის ციხესთან 6 საათზე.

რუსთავის ციხესთან აქციები იქნება პერმანენტული, მანამ, სანამ კონკრეტულ შედეგს არ მივიღებთ და არ ვიხსნით პრეზიდენტ სააკაშვილს ამ კლანჭებიდან, რომელსაც ბოროტი ხელისუფლების კლანჭები ჰქვია. მნიშვნელოვანია, რომ პროტესტი ძალიან სწრაფად აზვირთდეს იმ ხარისხსა და მასშტაბში, რომელიც ქართულ ოცნებას, რაც არსებობს, არ უნახავს.

ამბობს ენმ-ს თავმჯდომარე, ნიკა მელია. ოპოზიციის შეფასებით, 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნების მე-2 ტური გაყალბდა, ამიტომ, პარტიები და მათი მხარდამჭერები დღეს, 2 ნოემბერს ბათუმში გამართავენ საპტოტესტო აქციას. ასევე, ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით 18:00 საათზე აქცია გაიმართება რუსტავის ციხესტანაც. 

კომენტარები